Saturday, November 24, 2018

                                მეექვსე დღის რეფლექსია

        ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. ავტვირთეთ დრაივზე  და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ მომზადებული პრეზენტაცია.

კრიტერიუმები
       4
        3
          2
           1
შინაარსი
მიწოდებული ინფორმაციით აუდიტორია შესანიშნავად აცნობიერებს, თუ როგორი იყო შერჩეული გამოჩენილი ოკრიბელების   ცხოვრება, ისინი სრულყოფილ ინფორმაციას ღებულობენ გამოჩენილი ოკრიბელების შესახებ.  
მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორია აცნობიერებს, თუ როგორი იყო შერჩეული გამოჩენილი ოკრიბელების ცხოვრება. ისინი სათანადო ინფორმაციას ღებულობენ გამოჩენილი ოკრიბელების შესახებ
მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორიას ელემენტარული წარმოდგენა ექმნება იმაზე, თუ როგორი იყო შერჩეული გამოჩენილი ოკრიბელის ცხოვრება. ისინი ზოგად ინფორმაციას ღებულობენ გამოჩენილი ოკრიბელების შესახებ

მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორიას წარმოდგენა არ ექმნება იმაზე, თუ როგორი იყო შერჩეული გამოჩენილი ოკრიბელის ცხოვრება. ისინი ფაქტიურად ვერ რებულობენ ინფორმაციას გამოჩენილი ოკრიბელების შესახებ
გაგება
აუდიტორიისათვის სრულიად გასაგებია მოსწავლის აზრი, თუ რატომ და როგორი პრინციპით შეარჩია ოკრიბის გამოჩენილი ადამიანები. იგი კარგად ასაბუთებს თავის შეხედულებებს   და მოჰყავს კონკრეტული მაგალითები სადაც  ნათლად არის აღწერილი და განმარტებული თემის მიზანი.
აუდიტორიისათვის გასაგებია მოსწავლის აზრი. მას სწორად აქვს გააზრებული მიზანი. მის მიერ    გახორციელებული  მოქმედებებით კარგად ხდება თემის წარმოჩენა და დასაბუთება.
აუდიტორიისათვის მეტ - ნაკლებად გასაგებია მოსწავლის აზრი.   მათთვის მხოლოდ ზოგადაა  გასაგები  თემის   მიზანი.
მაყურებელმა ვერ შეიტყო მოსწავლის აზრი. დასაბუთებაში არ ჩანს თემის მიზანი და შედეგები განმარტებული.
პრეზენტაციის სტუქტურა
პრეზენტაციის დასაწყისი საინტერესოა და მაყურებლის ყურადღებას იქცევს.

ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა შეუფერხებლად, ლოგიკურად და შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

დასკვნითი ნაწილი წარმოადგენს ძირითადი საკითხების ეფექტურ შეჯამებას და უკავშირდება მთელ თემას. 

მოსწავლე კარგად მომზადებულია ზეპირი პრეზენტაციისთვის და წარდგენისას დამოკიდებული არაა მულტიმედიურ სლაიდებზე.

პრეზენტაციის დასაწყისი საინტერესოა და უმეტესწილად იქცევს მაყურებლის ყურადღებას.

ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა შეუფერხებლად და უმეტესწილად ლოგიკურად მიმდინარეობს.

დასკვნითი ნაწილი წარმოადგენს ძირითადი საკითხების შეჯამებას და უკავშირდება მთელ თემას. 

მოსწავლე გარკვეულწილად მზადაა ზეპირი პრეზენტაციისთვის და წარდგენისას ნაწილობრივ დამოკიდებულია მულტიმედიურ სლაიდებზე
პრეზენტაციის დასაწყისი გარკვეულწილად  საინტერესოა.

ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა, გარკვეულწილად ლოგიკურად მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ გადასვლები ბუნდოვანია.

დასკვნითი ნაწილი არაა ეფექტური და არ უკავშირდება მთელ თემას. 

ზეპირი პრეზენტაციის წარდგენისას მოსწავლე უმეტესად მულტიმედიურ სლაიდებზეა დამოკიდებული.
პრეზენტაციის დასაწყისი არ არის საინტერესო.

ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა არ ხორციელდება, ან მიმდინარეობს ბუნდოვნად და არალოგიკურად. 

პრეზენტაციას არ გააჩნია ლოგიკური გეგმა ან დასკვნითი ნაწილი.

მოსწავლე კითხულობდა მულტიმედიური სლაიდებიდან და არ იყო მზად ზეპირი პრეზენტაციისთვის
პრეზენტაციის უნარ -ჩვევები
მოსწავლე მთელი პრეზენტაციის მანძილზე  ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის შესანიშნავი უნარ-ჩვევები: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან მკაფიო გადმოცემა და ყველასთვის გასაგებ ხმაზე მეტყველება.
მოსწავლე თითქმის მთელი პრეზენტაციის მანძილზე ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის კარგი უნარ-ჩვევები, მაგრამ ერთ-ერთ ასპექტში ესაჭიროება გაუმჯობესება: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, მკაფიო გადმოცემა ან ხმის ტემბრი.



მოსწავლე პრეზენტაციის ზოგიერთი ნაწილის წარდგენისას ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის რამდენიმე ასპექტზე მუშაობა: დგომის პოზა, ვიზუალური კონტაქტი მაყურებელთან, მკაფიო გადმოცემა ან ხმის ტემბრი


რეზენტაციის წარდგენისას მოსწავლე ვერ ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის ყველა ასპექტზე მუშაობა: დგომის პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, მკაფიო გადმოცემა და ხმის ტემბრი

No comments:

Post a Comment

                                        სასწავლო პროექტის გეგმა სასწავლო პროექტის ავტორი გიორგი წერეთელი ...